воскресенье, 21 октября 2018 г.

ინტელის ტრენინგის დასკვნითი მერვე დღე

                                          შ პ ს N 1 სკოლის რუსული ენის პედაგოგის
                                                 მადონა ბუბაშვილის რეფლექსია
                                                პროექტებით სწავლება-ინტელის ძირითადი კურსი

          დღევანდელი დღე  დაიწყო ტრენინგის შეჯამებით.გავიხსენეთ მოკლედ ყველა ის  საკითხი რაზეც ვსაუბრობდით მთლიანად ტრენინგის განმავლობაში.
      შემდეგ თითოეულმა პედაგოგმა წარადგინა თავისი პროექტი- პრეზენტაციის სახით.
მივიღეთ როგორც რჩევები ასევე უმნიშვნელო შენიშვნები.
     ტრეინიგის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა აქტივობები განვახორციელეთ. თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმა გამოვიყენეთ,რაც არაჩვეულებრივი იყო თითოეული მსმენელისათვის...
     გავეცანით პროექტის დაგეგმის და განხორციელების გზებს და საშუალებებს,შევითვისეთ სხვადასხვა საკომუნიკაციო  ტექნოლოგიური ჩვევები რასაც აუცილებლად გამოვიყენებ და დავამკვიდრებ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
     პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებაში.
    მადლობა ტრენერს აკადემიური და საინტერესო ტრეინგ კურსის წარმართვისათვის....

суббота, 20 октября 2018 г.

ინტელის ტრენინგის მერვე დღე

    შეხვედრის დასაწყისში ვისაუბრერთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.ასევე ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე.
  განვიხილეთ სასწავლო პროექტის საჭირო რესურსები და ჩავწერეთ საჭირო რესურსები ჩვენი პროექტისთვის.გავათავისუფლედ ჩვენი საქაღალდეები ზედმეტი ფაილებისაგან.
   ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე.ჩვენს მიერ შექმნილი პროექტი ავტვირთეთ ბლოგზე.
    დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი.

пятница, 19 октября 2018 г.

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე

   ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალებების განხილვით. ვისაუბრეთ თუ რა სირთულეები შეგხვდა შესრულებისას.
   შემდეგ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია,შევავსეთ ჩვენი შეხედულებებისამებრ.
   ვისაუბრეთ პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე.
გავხსენით ვორდის დოკუმენტი პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი და მოვალმეთ.
გავიარეთ პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი.
   შემდეგ პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ ველი "შეფასების მოკლე მონახაზი" და
ჩავწერეთ  ჩამონათვალი იმ შეფასების ფორმებისა რომლებსაც ვიყენებთ.
   ტრენინგის ბოლოს დავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები დაშედეგები.

воскресенье, 14 октября 2018 г.

ინტელის ტრენინგის მეექვსე დღე

    მეექვსე დღე დაიქწყო პრეზენტაციაზე მუშაობის გაგრძელებით.შევედით საქაღალდეში
"მოსწავლის ნამუშევარი" და გავხსენით თანმიმდევრობით პრეზენტაციის შაბლონი,გაზეთის შაბლონი და ბროშურის შაბლონი.განვიხილეთ პრეზენტაციის მომზადებისთვის საჭირო ნაბიჯები.შევცვალე პრეზენტაციის შაბლონი და შეუსაბამე ჩემს პროექტს.
   ჩამოვტვირთეთ და დავამუშავეთ ბროშურისა და გაზეთის შაბლონი, მოვარგეთ პროექტს და ავტვირთეთ დრაივზე.
   შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგზე.დავამატეთ გვერდები,შევქმენით დიზაინი დავამატეთ გაჟეტები.
   ტრენინგის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება.შაბლონის შევსება,მოსწავლის როლის მორგება.

суббота, 13 октября 2018 г.

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე


     შეხვედრის მეხუთე დღე საინტერესოდ დაიწყო. ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი განსახილველი თემები.
      ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე. პრეზენტაცია ჩავაშენეთ ბლოგზე. შემდეგ მოვიძიეთ პროექტის  თემის შესაბამისი ვიდეო და  ავტვირტეთ  ბლოგზე.
      შემდეგ ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. საავტორო უფლებების შაბლონში ჩავსვით გამოყენებული სურათების ვებ-მისამართები.
     ვიუვერში მოვძებნეთ, რესურსებში," საავტორო უფლებების ქაოსი "და გადმოვწერეთ სლაიდი.
     სლაიდი მოგვეცა  საშინაო დავალებად.

პროექტის პრეზენტაცია

пятница, 12 октября 2018 г.

ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე

      ტრენინგის მეოთხე შეხვედრა დაიწყო წინა მეცადინეობაზე განხილული თემების  გახსენებით. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის გეგმა.
     გონებრივი იერიშის მეთოდით ვისაუბრეთ დაწყვილების რა მეთოდებს ვიყენებთ.
შემდეგ გავხსენით ფაილი "მოსწავლეთა დაწყვილება" წავიკითხეთ აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისათვის და ავირჩიეთ ერთი აქტივობა ჩვენი პროექტისთვის მისაღები ვარიანტი.
      შემდეგ ვიმსჯელეთ თუ რა მეთოდს ვიყენებ მოსწავლეთა საჭიროების დადგენისთვის. გამოვყავით ორი ძირითადი ვარიანტი: დაკვირვება და შემოწმება.
    აქტივობაში "კავშირი,დაკვირვება,ინტერესი"  გადმოვტვირთეთ სურათები და შევქმენით რესურსი.
   ტრენინფგიას ბოლოს გავეცანით პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობის სტრუქტურას.
შემდეგ  ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალებები.

воскресенье, 7 октября 2018 г.

ინტელის ტრენინგის მესამე დღე

      მესამე შეხვედრა პოზიტიურად დაიწყო. გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე განხილული თემები.
      შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დგევანდელი თემები.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება-გავშიფრეთ მასში შემადგენელი კომპონენტები.
ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის მნიშვნელობაზე.დეტალურად განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა,მიზანი,წარდგენა,შეფასება.
     დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება, დავაკოპირეთ ესგ-დან სტანდარტები და შევიტანეთ გეგმაში.
    გადავიტანეთ 21 -საუკუნის უნარ-ჩვევები სტანდარტების გრაფაში.
"საკვანძო კითხვების" ნიმუშების ფაილის გაცნობის შემდეგ,შევადგინეთ კითხვები
და  ჩავწერეთ გეგმაში.
   დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

суббота, 6 октября 2018 г.

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

    მეორე დღეც პოზიტიურად დაიწყო.ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის განსახილველი თემები.
    გადმოვწერეთ და გავეცანით დეტალურად საქაღალდეს,რომელიც ტრენერმა გამოგვიგზავმა ელექტრონულ ფოსტაზე.
    ვისაუბრეთ იმაზე,თუ ვის უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით
    გავეცანით პროექტის შაბლონს, მისი შევსების პრინციპებს და დავიწყეთ შევსება.
 თაბახის ფურცელზე შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი.ამის შემდეგ word-პროგრამაში შევქმენი პუბლიკაცია. ვისწავლეთ ფურცლის გადაბრუნება,კოლონებით დაყოფა,ჩარჩოსა და ფონის შერჩევა,ასევე სურათების გადმოწერა და ბუკლეტში ჩასმა.
   დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

пятница, 5 октября 2018 г.

ინტელის ტრენინგის პირველი დღე

                         შ.პ.ს N 1 სკოლის რუსული ენის პედაგოგის რეფლექსია.
        ტრენინგის პირველმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.გავეცანით ტრენინგის გეგმას და მონაწილებს.კაცუნების აქტივობა მეტად სახლისო და საინტერესო გამოვიდა.
       გავეცანით Viewer-ის სტრუქტურას,ნავიგაციას,მასში მუშაობის სტრუქტურას.გონებრივი იერიშის გამოყენებით მოხდა 21-საუკუნის ბავშვების უნარ-ჩვევების გამოვლენა.
         ავირჩიეთ ჩვენთვის ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი და გაფერადების მეთოდით დავაფიქსირეთ. შემდეგ თითოეული განვიხილეთ დისკუსიის სახით.
      გავეცანით პროექტის შემადგენელის საქაღალდეებსა და დოკუმენტებს.განვიხილეთ პროექტის ნიმუში(რომეო და ჯულიეტა).
    ტრენინგის დასკვნით ნაწილში,ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება,წავიკითხოთ ერთი პროექტის გეგმა.
     აღნიშული თემებით საინტერესოდ დასრულდა ტრენინგის პირველი დღე.